22:06 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 10:44:37, 710 ნახვა

საზოგადოება
ძარცვა ერაყში - საქართველოს მოქალაქეებმა 2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს

ერაყში საქართველოს მოქალაქეებმა ბიზნესმენის სახლიდან 2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ბიზნესმენის ოჯახში დამლაგებლად მუშაობდა.

მოქალაქემ 3 სექტემბერს ძარცვა 3 ადამიანთან ერთად დაგეგმა.

ადგილობრივი პოლიციის თანახმად, ძარცვაში 4 ადამიანი მონაწილეოდა. ერთ-ერთი ბრალდებული კი ბიზნესმენის ოჯახში დამლაგებლად 5 თვის განმავლობაში მუშაობდა.

მათივე ინფორმაციით,  მოპარული ფულისა და სამკაულების უმეტესობის მოიპოვება პოლიციამ შეძლო და მფლობელს დაუბრუნა.
გავრცელებული ინფორმაციით,  ქართველი ქალი თურქეთშია გაქცეული და მისი დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

აღნიშნულ ძარცვას დაჰუკის ისტორიაში წინასწარ დაგეგმილი ყველაზე დიდი ძარცვა უწოდეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics