13:30 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 20:38:06, 696 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია-„ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა. ეს ეკითხება ქართველ ხალხს

 „ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა. ეს ეკითხება ქართველ ხალხს. 40%-იან ნიშნულსაც კი ვერ უახლოვდებიან და ეს იციან-ამის შესახებ ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,საარჩევნო ურნებთან, ძალიან მშვიდობიანად და მტკიცედ უნდა მივიდეთ, ძალიან ბევრი და, საარჩევნო ურნებნთან რევოლუცია მოვუწყოთ „ქართულ ოცნებას,“ ბიულეტენით ხელში.

„უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის საარჩევნი კამპანიაში. ის რასაც მე ვხედავ, ეს არის უკვე განაჩენი ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მართლაც ხორცი უნდა შეესხას 2 ოქტომბერს. საარჩევნო ურნებთან, ძალიან მშვიდობიანად და მტკიცედ უნდა მივიდეთ, ძალიან ბევრი და მშვიდობიანად, საარჩევნო ურნებნთან რევოლუცია მოვუწყოთ „ქართულ ოცნებას,“ ბიულეტენით ხელში. ამ ბრძოლას ჩვენ გამარჯვებამდე მივიყვანთ. არ მივცემთ უფლებას ოლიგარქს, კიდევ უფრო მეტად გააღარიბოს, უფრო მეტად უიმედობის და უპერსპექტივობის მორევში გადაუშვას მთელი საზოგადოება, პირიქით, - ჩვენ ამ ქვეყანას წელში გავმართავთ, მორალური უპირატესობით და სიმშვიდით ქვეყანა განვითარდება.

„ქართული ოცნება“ რას საუბრობს, არის მეასეხარისხოვანი, „ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა. ეს ეკითხება ქართველ ხალხს. 40%-იან ნიშნულსაც კი ვერ უახლოვდებიან და ეს იციან. წერენ თავიანთ დახურულ კაბინეტებში კვლევებს და შემდეგ ატარებენ პრეზენტაციებს, ამაზე თავადაც კი ეღიმებათ. სასაცილოა ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მაგრამ რაც უფრო მეტად და ხშირად ჩაატარებენ მსგავს პრეზენტაციებს, საზოგადოებისგან უფრო მკაფიოდ ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ვინც ამ პრეზენტაციას ატარებს, მასაც არ სჯერა ამ კვლევების“, - განაცხადა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პოლონეთში რაკეტა ჩამოვარდა
უკრაინამ უკვე მე-4 F-16 დაკარგა
თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics