20:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 21:25:45, 818 ნახვა

მსოფლიო
პარიზში 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტში ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესები იმართება, გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები

საფრანგეთის პოლიციამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები, პარიზის ცენტრალურ სასახლეში,  20 კაცის სასამართლო პროცესი იმართება,  რომლებიც  ექსვი წლი წინ პარზში მომხდარ ტერქატში არიან ეჭვმიტანილნი.

2015 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 130 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა, შეიარაღებული თავდასხმა მოახდინა ექვს ბარზე და რესტორანზე, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე და სპორტულ სტადიონზე . ტერაქტზე პასუხისმგებლობა  ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

1000-ზე მეტი პოლიციელი უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის უსაფრთხოებას. სპეციალურად აშენებულ სასამართლო დარბაზში შესულ ყველა ადამიანს მოუწევს გაიაროს რამდენიმე დეტექორი.

”ტერორისტული საფრთხე საფრანგეთში მაღალია, განსაკუთრებით ისეთ როცა იმართება თავდასხმების სასამართლო პროცესი”, - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა რადიო „France Inter“- ს.

სასამართლო პროცესი ცხრა თვის განმავლობაში გაგრძელდება, დაახლოებით 1800 მოსარჩელე და 300-ზე მეტი ადვოკატი მიიღებს მონაწილეობას.

დაზარალებულთა ჩვენება  28 სექტემბერს დაიწყება.  ერთი კვირა დაეთმობა“ სტად დე ფრანსზე“ და კაფეებზე თავდასხმებს, ოთხი კი ბატაკლანს.

ბრალდებულთა დაკითხვა დაიწყება ნოემბერში.

 სასამართლო, განაჩენს სავარაუდოდ  მაისის ბოლოს გამოიტნს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics