18:16 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 17:39:58, 316 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ სოლოლაკის მოსახლეობასთან ძველი თბილისის განვითარების მხარდამჭერი პროექტები განიხილა

 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს.-ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მატი ცნობით, ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთან უკანასკნელ წლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა. მისი თქმით, კახა კალაძის გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული მთაწმინდის რაიონში არსებული პრობლემები და უკვე არსებობს ძველი თბილისის განვითარების გეგმა, რაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობასაც მოიცავს. ამასთან, რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, სპორტული მოედნების მოწყობა, რეკრეაციული სივრცეების გაჩენა და სკვერების მოწყობა.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, შეხვედრები მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩის მცხოვრებლებთან ეტაპობრივად გაიმართება, რათა სამომავლო პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად მოხდეს თითოეული მთაწმინდელის პოზიციისა და ინტერესების გათვალისწინება.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ."-ნათვქმია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics