11:21 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 13:09:39, 696 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჩხენკელი - იმ სოფლებსა ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში

4 ოქტომბერს, იმ სოფლებში ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში, ასევე მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიერ მაქსიმალურად მოქნილი სისტემა იქნება შეთავაზებული.

„როგორც იცით, დღეს საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, დელტა შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს, შესაბამისად, ბავშვების ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი, ამის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე მინდა განვმარტო, რომ როგორც მოგახსენეთ, 4 ოქტომბერს, იმ სოფლებში ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება უკვე დასწრებულ ფორმატში, მაგრამ იქაც ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მოქნილი სისტემა შევთავაზოთ მშობლებს. გვქონდა ჩვენ ეს პრაქტიკა დაგეგმილი წინა სემესტრებში. ეს მდგომარეობს იმაში, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება ანუ ჩვენ ამის საშუალებასაც მივცემთ მშობლებს, რომ ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში, თუ ისინი ამ გზას აირჩევენ. შესაბამისად,ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი“, – განაცხადა ჩხენკელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics