09:59 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-20 13:32:41, 947 ნახვა

რეგიონი
ესტონელმა ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს

ესტონური ტელეკომპანია „TV 3“-ის  გადამღებმა ჯგუფმა აჭარაში იმოგზაურა. გადაცემათა ციკლის „მოგზაურობა საქართველოში“ გადაღებისას, ჟურნალისტები ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშენიშნაობებსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ. მათ ობიექტივში აჭარასთან ერთად თბილისი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და სვანეთი მოხვდა. გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოს პრესტურის ფარგლებში, ორი კვირით სტუმრობენ.

გადაცემათა ციკლს  „მოგზაურობა საქართველოში“ ესტონელი ტელემაყურებელი სექტემბერში იხილავს. 10 ეპიზოდისგან შემდგარი 42 წუთიანი გადაცემები საქართველოს  ტურისტულ მიმართულებებს, საზღვაო და სამთო კურორტებს, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ისტორიას დაეთმობა. 

პრეს-ტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით იმართება. აჭარაში მას მხარდაჭერას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics