|
2021-08-15 11:28:01, 9494 ნახვა
High - Tech
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი განიხილავს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც ის მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწოდებს
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი განიხილავს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც ის მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ბერიძე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს, ბრეტ ჯონსენსა და უფროს ფინანსურ დირექტორს, დევიდ ფინლის შეხვდნენ. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ბილ რაიჰერტი, SpaxeX-ის ერთ-ერთი ინვესტორი. „SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე, შესაბამისად მათი მხრიდან განიხილება საქართველოს, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე, განხილულ იქნა საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა მათ სამომავლო გეგმებში. მოლაპარაკების შედეგად უახლოეს პერიოდში SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად“, – აღნიშნულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)