|
2021-08-14 14:53:40, 635 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დედოფლისწყაროს ყველა სოფელს, ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, 58 მლნ. დაიხარჯება პროექტის განხორციელებაში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, ყველა სოფელს, ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში 58 მლნ. დაიხარჯება. „წლებია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ელოდება წყლის პრობლემის მოგვარებას. ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, თუმცა შემდეგ იყო გარკვეული პაუზა და ახლა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, გამოცხადებულია ტენდერი, უკვე ყველა სამუშაო დამთავრებულია. დაახლოებით 60 მლნ. ლარამდე - 58 მლნ. დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, ყველა სოფელს, ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)