11:37 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 14:35:09, 1070 ნახვა

რეგიონი
ეკატერინე ტიკარაძე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრა, თანამშრომლების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სამსახურს ევროსტანდარტების მიხედვით აღჭურვილი ავტოტრანსპორტი გადასცა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურისთვის 8 ერთეული Mercedes Benz–ის მარკის, მაღალი გამავლობის, მანქანები ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა. სპეცმანქანები ქობულეთის რაინულ სამსახურსაც გადაეცა. ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. ახალი სპეცმანქანების ეკიპირება რეანომობილთანაა მიახლოებული. მაღალი გამავლობა კი, აჭარის რთული რელიეფის პირობებში, მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

კიდევ ერთი საიხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას ეხება. თანამედროვე და კეთილმოწყობილ პირობებში მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, მთავრობასთან შეთანხმებით, ხულოსა და ქედაში სასწრაფო დახმარების ახალი ოფისების მშენებლობაა დაგეგმილო. ხოლო, ბათუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ტერიტორიაზე, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი აშენდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics