14:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 14:52:22, 862 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში წყალდიდობის რისკის გამო განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

იაპონიაში გადაუღებელი წვიმების გამო საფრთხის უმაღლესი, მე-5 დონე გამოაცხადეს. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, წყალდიდობის რისკი განსაკუთრებით მაღალია ჰიროშიმას პრეფექტურაში.

მედიის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობამ მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის გამო ნაგასაკსა და კიუსიუს სხვა ნაწილებში მცხოვრებ ასობით ათასს მოქალაქეს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა.

იაპონიის მთავრობის განკარგულებით, ამუშავდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, გადაუღებელი წვიმები იაპონიაში სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics