|
2021-08-10 17:45:57, 1776 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრ ლუკაშენკო: საქართველოში ახალგაზრდები ინგლისურად უფრო ხშირად საუბრობენ, ვიდრე რუსულად - ეს კატასტროფაა!
საქართველო, როგორც უკრაინა ჩემი „თავის ტკივილია“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბელარუსის პრეზიდენტი კატასტროფას უწოდებს ფაქტს, რომ საქართველოში ახალგაზრდები ინგლისურ ენაზე უფრო ხშირად საუბრობენ, ვიდრე რუსულად. „საბჭოთა პერიოდში არა ერთხელ ვიყავი აფხაზეთში, მართალია სამხრეთ ოსეთში არ ვყოფილვარ, თუმცა საქართველოში, თბილისის გარდა, ვიყავი... ქართველები, თეთრი ვოლგა, ლამაზი გოგონები... რუსებს, ბელორუსებს, უკრაინელებს მუდამ შურდათ თქვენი! მე არ ვსაუბრობ მიღწევებზე - ეს იყო აყვავებული ოაზისი. რაც იქ მოხდა, მე ცოტა ხნის წინ ვნახე. არ ვიტყვი რატომ, მე კარგი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს, ქართველების მიმართ. არის იქ როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები, ყველაფრისგან დასვკნები უნდა გამოვიტანოთ, სანამ არ არის გვიანი. ჩვენ უნდა გადავედით წითელ ხაზებზე, თუმცა ჯერ არ ვართ კუთხეში მიმწყვდეულნი. უნდა დავბრუნდეთ, მივუსხდეთ ერთ მაგიდას და ჩამოვყალიბდეთ, რა უნდა გავაკეთოთ. უნდა დავიწყოთ ეკონომიკით, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ ამაში არის აზრი და მიზეზი“, - აღნიშნა მან. ლუკაშენკო აცხადებს, რომ საქართველო „უკვე დიდი ხანია გასცდა“ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და „იქ ახალგაზრდები ინგლისურ ენაზე უფრო ხშირად საუბრობენ, ვიდრე რუსულ ენაზე“. აღნიშნულზე ის რუსეთის პრეზიდენტსაც ესაუბრა და ამაში უფრო მეტად დარწმუნდა რამდენიმე წლის წინ, როცა თბილისის ქუჩებში მაშინდელ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად სეირნობდა. „მან ვიღაც დაპატიჟა - ისინი ჩემთან არ კონტაქტობდნენ რუსულად, ისინი საუბრობდნენ ინგლისურ ენაზე, მე მათთან თარჯიმანის დახმარებით ვკონტაქტობდი. კატასტროფაა! შემდეგში უარესი იქნება“ - დასძინა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)