10:26 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-09 21:17:24, 545 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი- 2012 წელს ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო, ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა - ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი

2012 წელს ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო, ავტორიტარული რეჟიმი პრაქტიკულად არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას, ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა - ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში.

„მე მინდა ზოგადად, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, თუ სად ვიყავით, სად ვართ და სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალინდელ დღეს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს ძალიან რთული ვითარება იყო ქვეყანაში. ავტორიტარული რეჟიმი პრაქტიკულად არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას. ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა - ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ვიხსენებთ რა აგვისტოს მძიმე დღეებს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, თუ რაოდენ გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა აგვისტოს ომმა. ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას. ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა და მაშასადამე, ვერ დაიცვა ჩვენი ხალხი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების 20% -ის ოკუპაცია, ე.წ. აღიარების პოლიტიკა, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოყვანა და რაც მთავარია, ძალიან დიდი მოუშუშებელი ტკივილი, ეს არის ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების, ჩვენი სხვა სამოქალაქო პირების გმირული დაღუპვა ომში. რა თქმა უნდა, ეს იარა არის მოუშუშებელი. ძვირფასო მეგობრებო, ეს მეორეს მხრივ გვახსენებს იმას, თუ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ პოლიტიკურ ძალას, მმართველს და ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ან მოტივაცია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics