04:15 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-09 16:47:14, 384 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში, თევდორე მღვდლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოხდა გზის ძველი საფარის დემონტაჟი, მოეწყო ახალი საფუძველი და ასფალტი დაიგო.

გეგმის თანახმად, განახლდა 3 000 კვ. მ ფართობის გზა, პროექტის ღირებულება კი, 207 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტაციის შემდეგ ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდა.

„თევდორე მღვდლის ქუჩა საკმაოდ დაზიანებული იყო, რაც გადაადგილებისას დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ამ ქუჩის განახლება ადგილობრივების ჩართულობით მოხდა. ზოგადად, წყნეთში ბოლო წლების განმავლობაში გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობდა და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ აღრიცხული გვაქვს ყველა მისამართი და ეტაპობრივად, ბიუჯეტის გათვალისწინებით, ყველა დაზიანებული გზის რეაბილიტირება მოხდება“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

თევდორე მღვდლის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს-მ „ლუკრი“ განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics