|
2021-08-02 13:17:22, 1556 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ სუს-ის ჩანაწერებს „ავადმყოფურ ბოდვას“ უწოდებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ სუს-ის ჩანაწერებს „ავადმყოფურ ბოდვას“ უწოდებს. „ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას, პირდაპირ ვიტყვი, არ მჩვევია ეს ტერმინი, ავადმყოფურ ბოდვაზე. ეტყობა მოეწყინათ ვიღაც-ვიღაცეებს, სხვა საქმე არ აქვთ სალაპარაკო და ვიღაცების ავადმყოფურ ტვინებში ჩნდება ასეთი ვერსიები. მე სერიოზულად ვერ შევალ ამაში, არც არაფერს ვუშვებ და არც ვაპირებ ამაზე საუბარს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, გუშინ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. გვარამიას თქმით, ფარულ ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ მირად ცხოვრებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)