|
2021-07-27 20:09:56, 970 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან აჭარაში covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კლინიკის გარეთაც არის შესაძლებელი
აჭარაში სამედიცინო დაწესებულებები ვაქცინაციას კლინიკის გარეთ პირველად განახორციელებენ. დღეს ბათუმის ორ მოლში - ,,ბათუმი მოლი“ და ,, მეტრო სითი”, ამცრელი ჯგუფები განთავსდა და მოქალაქეების სინოფარმის ვაქცინით აცრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს უწყების ინფორმაციით, იმისათვის, რომ იმუნიზაციის პროცესი ვაქცინის მსურველებისთვის რაც შეიძლება ხელმისაწვდომი და გამარტივებული იყოს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მოქალაქეები ყოველდღიურად, 10-დან 18 საათის განმავლობაში, შეძლებენ ორივე ლოკაციაზე მიიღონ სრულფასოვანი სერვისი. მათივე ცნობით, პროცესს ადგილზე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად გაეცნო. ,,იმუნიზაციის პროცესის გაფართოების მიზნით, ვაქცინაცია დავვიწყეთ სამედიცინო დაწესებულებების გაერეთაც. კერძოდ, ორ სავაჭრო მოლსი გაიხსნა 2 ამცრელი პუნქტი, სადაც ოპერირებს თითო ამცრელი ბრიგადა, თუმცა მომართვიანობის მიხედვით, გაიზრდება ამცრელი ბრიგადების და სივრცეების რაოდენობაც. დღეის მდგომარეობით ყოველდღიურად უკვე 2000-მდე ვაქცინა ტარდება, რაც არის შედარებით კარგი ციფრი ვიდრე გვქონდა წინა დღეებში, თუმცა სამიზნე მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, საშუალოდ 2 500. რაც შეეხება იმუნიზაციის შემდგომ გაფართოებას, 1 აგვისტოდან ვგეგმავთ ასევე ჩინური წამოების ,,სინოვაკით” და ,,სინოფარმით“ ვაქცინაციას სოფლის ამბულატორიებში. პირველ ეტაპზე 7 ამბულატორია ჩაერთვება, მომდევნო პერიოდში პროცესი უფრო გაფართოვდება და მოვიცავთ პირველადი ჯანდაცვის ყველა ცენტრს. ასევე გაფართოვდება ფაიზერით ვაქცინაცია, დღეს ადმინისტრირებადი 19 ბრიგადის გარდა დაგვემატება 10 ამცრელი ბრიგადა და სულ 30 ამდე ბრიგადის მიერ მოხდება ვაქცინაცია. იმუნიზაციის პროცესის გაფართოების ძირითადი მიზანი გახლავთ ის ,რომ ყველა მოქალაქემ აირჩიოს სასურველი ვაქცინა, სასურველი სამედიცინო დაწესებულება და მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჯავშანი, მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც მიიღებს სერვისს. მითუმეტეს აი ამ მოლებში, ეს გახლავთ ,,მეტრო სითის“ და ,,გუდვილის“ სავაჭრო ცენტრები, სადაც შეუძლიათ მოვიდნენ ჯავშნის გარეშე და პროტოკოლის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩაიტარონ ვაქცინაცია -აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 1844-მა მსურველმა ჩაიტარა. აქედან: ფაიზერით აიცრა 1154 პირი, ასტრაზენეკით 80, სინოვაკით 20, სინოფარმით 590. ჯამში, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს 45 000 მდე პირს. დღეს აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 378 მოქალაქეს, გამოჯანმრთელდა - 129 პაციენტი. ვაქცინაცია აჭარის ექვსივე მინიციპალიტეტში მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს ადმინისტრირებას ექვსი კლინიკის 19 ამცრელი ბრიგადა უწევს.”– ნათქვაია განცხადებაში
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)