|
2021-07-21 18:45:02, 1175 ნახვა
საზოგადოება
გენადი არველაძე უკრაინის ბიზნეს-დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უკრაინის ბიზნეს-დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საქართველო - უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციები, რომელიც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასა და გაზრდილ ექსპორტს მოიცავს. მისი თქმით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა, არსებობს სექტორები, სადაც შესაძლებელია მეტი კოორდინაცია და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. აღინიშნა, რომ უკრაინა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2021 წლის პირველ ხუთ თვეში ორმხრივი ვაჭრობა 32 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 72 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, საქართველო ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა უკრაინელი ტურისტებისთვის. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში უკრაინიდან ვიზიტორთა რაოდენობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება და ამ მაჩვენებლით უკრაინა ტოპ-ქვეყნების ხუთეულში შედის. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოთი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომლებიც საქართველოს გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. ასევე ყურადღება გამახვილა საქართველოში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიუ ზონებსა და იქ ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე, აგრეთვე თანამშრომლობის გაღრმავებაზე სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ცენტრებთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა რჩებიან მნიშვნელოვან სავაჭრო - ეკონომიკურ პარტნიორებად და ძალისხმევას მიმართავენ ამ თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)