13:26 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 11:55:34, 889 ნახვა

რეგიონი
სოფელ ქვემო ბოლნისში რიტუალების სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

მოსახლეობის მოთხოვნით, სოფელ ქვემო  ბოლნისში რიტუალების სახლი შენდება. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 398 526 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად  გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ წელს ქვემო ბოლნისში, რიტუალების სახლის მშენებლობის გარდა, 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზის დაგებაც ხორციელდება.

“სულ მალე ქვემო ბოლნისში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ახალი რიტუალების სახლით სარგებლობას შეძლებენ. ახალი რიტუალების სახლის აშენება მოსახლეობის დიდი სურვილი იყო და მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი უკვე დასკვით ფაზაში შედის. ამ სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 398 526 ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ წელს სოფელში ბეტონის გზის მოწყობის მეორე ეტაპიც ხორციელდება”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics