06:06 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 11:02:38, 510 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოში დევნილთა ახალი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში  იძულებით გადაადგილებულ პირთა  მონაცემთა ახალი ელექტრონული ბაზის  პრეზენტაცია გაიმართა.

ორგანიზაცია DEPA CONSULTING-ის ანალიტიკურმა ექსპერტმა   მონაცემთა ბაზის მოდელირების პირველი ეტაპი წარადგინა და  განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა  ახალი ბაზის შექმნა  დღის წესრიგში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით  დადგა.  ახალი ელექტრონული ბაზა ერთ სივრცეში მოაქცევს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია სააგენტოს საქმიანობის განხორციელებისთვის.

ამასთან, ელექტრონული ბაზა  არსებულ რეალობაზე მორგებული და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი იქნება. დევნილთა მონაცემების  ახალი ელექტრონული ბაზის  შექმნა  „ლტოლვილთა დანიის საბჭოსა“ და „გერმანიის თანამშრომლობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით  გახდა შესაძლებელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics