|
2021-07-19 16:54:00, 420 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლების, "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ვაქცინაცია აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურისა და სისტემაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციისთვის ხუთი კაბინეტია მოწყობილი. კაბინეტები აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“, ასევე, „სინოფარმის“ ვაქცინით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 10 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)