|
2021-07-18 22:44:03, 940 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა, თინასთან ვწუხვარ
დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში, – ასე ეხმაურება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის მიერ პარტიის სახელით გაკეთებულ განცხადებას, რომ თინა ბოკუჩავაზე ძალადობის გამო მოითხოვენ, შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ. მისივე თქმით, თავიანთი ქმედების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ სირცხვილს ვერ გრძნობს. „დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე და პარლამენტზე. ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები. სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)