07:01 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-18 15:06:01, 1030 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას ორი დეპუტატი მამაკაცი ფიზიკურად დაუპირისპირდა -ფოტო

პარლამენტში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ჯერ ლევან მგალობლიშვილმა, შემდეგ კი, როცა ბოკუჩავა კახა კუჭავასთან მიდიოდა, შალვა პაპუაშვილმა გამოიყვანა ძალის გამოყენებით ტრიბუნიდან.

"2 ლაჩარი, დეპუტატად წოდებული - ლევან მგალობლიშვილი - მუშტი-კრივით ქალების წინააღმდეგ გამოირჩევა, პირველმა მან აღმართა ხელი ჩემს წინააღმდეგ და შემდეგ მას შეუერთდა ბატონი შალვა პაპუაშვილი",- თქვა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაური მივიდა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. მას ჟურნალისტები და ოპოზიცია საპროტესტო პერფორმანსით დახვდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics