22:35 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-17 20:11:04, 850 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ყველას ამოცანაა „ჯოჯოხეთის მაშხალების“ მიერ დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი აგოს ღარიბაშვილმა

“ყველას ამოცანაა „ჯოჯოხეთის მაშხალების“ მიერ დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი აგოს პოლიტიკურად ღარიბაშვილმა”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილში არის ძირი ამ უბედურების და ის უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით.

„ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილის, მოქალაქეების, ვისაც გვესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალსა და თაობებს, თაობების შანსს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და თავისუფალი სამყაროს, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი ვიყოთ, ყველას ამოცანაა, ახლა ეს სამარცხვინო, „ჯოჯოხეთის მაშხალების“ მიერ დაორგანიზებული ძალადობის შემდეგ, პასუხი აგოს პოლიტიკურად ღარიბაშვილმა და მთელმა მთავრობამ.

მინიმალური ზღვარი არის ეს, თუმცა, საბოლოოდ, ყველას გვესმის, რომ პერსონალურად ივანიშვილში არის ძირი ამ უბედურების და ის უნდა შევცვალოთ არჩევნების გზით შემდეგ, მაგრამ ახლა ეს თუ გაუვიდათ, როცა ღია ომი გამოუცხადეს, თუ ამაზე რეაქცია არ ექნებათ მოქალაქეებს, უფრო მეტი ხიფათი გველის წინ ამ რეჟიმისგან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics