|
2021-07-14 11:26:17, 1278 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში გამართულ დისკუსიას დაესწრო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი გამონაკლისის სახით იყო წარმოდგენილი. დისკუსიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები განიხილეს, როგორებიც არის: მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობა (PESCO), „ევროპული თავდაცვის ფონდი“ (EDF) და „თავდაცვის წლიური კოორდინირებული მიმოხილვა“ (CARD). დისკუსიის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა კიდევ ერთხელ დადასტურდა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მონაწილე. ჯუანშერ ბურჭულაძე საბერძნეთის რესპუბლიკაში ბერძენი კოლეგის ნიკოლას პანაგიოტოპოულისის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო თავდაცვის გამოფენასაც (DEFEA) დაესწრო. საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და დელეგაციის წარმომადგენლები ადგილობრივი და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებულ სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ და სხვა სახის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას გაეცნენ და თავდაცვის ტექნოლოგიების კუთხით უახლესი მიღწევებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გამოფენა თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავების, თანამშრომლობის გაძლიერებისა და სამხედრო მრეწველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)