08:28 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-13 12:19:00, 712 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა სპეციალური სასწავლო კურსი გაიარა

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა” ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსი ჩატარდა. ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, სწავლება სააგენტოს 400-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა.

კოდექსით განსაზღვრულ საკითხებზე მომზადებული სპეციალური პროგრამა სააგენტოს თანამშრომლებს დაეხმარება, ეფექტიანად აღასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები. კურსის ფარგლებში, 120 თანამშრომელი ტყის ხანძრების ჩაქრობის ორგანიზებასა და ტაქტიკაშიც გადამზადდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული პროგრამა, თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს და მასში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების გარდა, მოხალისეების სახით, ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics