|
2021-07-13 12:13:14, 1291 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ქვეყანას ემუქრება რთული სიტუაცია, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში
ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელია ყველა, როგორც მთავრობა, ასევე საზოგადოება. „ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, დაწყებული მთავრობით, დამთავრებული საზოგადოებით. ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა ეს, რომ საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები და განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში. მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის ის და ეს, ოპოზიცია და პოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, მეტი სოლიდარობისკენ, მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად, შევაჩეროთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)