23:26 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 23:28:40, 3934 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარია 5 ივლისის მოვლენებზე - ეს არის ტრაექტორია, რომელიც გაიარა რუსეთმა

„ეს არის ტრაექტორია, რომელიც გაიარა რუსეთმა“, - ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზიანის მასშტაბი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ძალიან დიდი და გრძელვადიანია.

„ზიანის მასშტაბი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ძალიან დიდი და გრძელვადიანია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება გვეჩვენებოდეს, წარსული დღეებია.

რამდენად გრძელვადიანი და რამდენად დიდი, დამოკიდებულია, მათ შორის, ჩვენზე - ამ ყველაფერს რითი ვუპასუხებთ და რამდენად შევძლებთ, რომ ეს ტრაექტორია შემოვაბრუნოთ.

ეს გზა პირდაპირ მიდის გადაჩეხვამდე, აქ ორი აზრი არ არსებობს. რეალურად, თავი რომ დავანებოთ ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ახალი არ არის, რომ ეს ხელისუფლება იცავს უფლებებს იმის მიხედვით, თუ ვინ მოსწონს და ვინ არ მოსწონს, თავი რომ დავანებოთ კონსტიტუციის დაცვას, რომელსაც ასევე იყენებს ისე, როგორც აწყობს, რეალურად ხელისუფლების მხრიდან მოხდა ქვეყნის დესტაბილიზაცია - აიღეს და ქვეყანას ჩაარტყეს დიდი ურო. ვინმე ერთი კონკრეტული კი არა, მთლიანად ქვეყანა წაიყვანეს დესტაბილიზაციაზე.

ეს არის გარდაუვალი ტრაექტორია, რომელიც გაიარა რუსეთმა. უცმირესობების თემით სპეკულირება და ამის გამოყენება ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად, ვითომ ტრადიციების დასაცავად, ეს არის კლასიკური დეკლარილებული რუსული სცენარი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics