12:28 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 17:03:27, 702 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აგრო და ეკოტურიზმის მხარდაჭერა მოხდება

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში  სესხის თანადაფინანსებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემით და გრანტით წავახალისებთ აგროტურიზმს და ეკოტურიზმს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.

მინისტრის განცხადებით, ეს იქნება კომპლექსური დახმარება ფერმერისთვის, რომელსაც აქვს თუნდაც მცირე ფერმერული მეურნეობა და გადაწყვეტს, რომ მცირე სასტუმრო, რესტორანი, კაფე ან სხვა ტურისტული ობიექტი განავითაროს პარალელურად.

„ახლა, პოსტპანდემიურ პერიოდში ღია სივრცეში ტურისტული პროდუქტები და ადგილები უფრო  მოთხოვნადი იქნება და ეს არის ის პროგრამა, რომელიც რეგიონებში გაიშლება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, აგრო და ეკოტურიზმის სექტორს სახელმწიფო პერსონალის ტრენინგსა და ინფოტურების მოწყობაშიც დაეხმარება, რაც ნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბლოგერების და ინფლუენსერების ჩამოყვანას, რათა მათ გაიტანონ ინფორმაცია ჩვენი ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics