13:34 - 22 Jul, 2026
|
2021-07-06 16:21:57, 791 ნახვა
საზოგადოება
უსაფრთხო მედიაგარემოსთვის! - 7 ივლისს ჟურნალისტები აქციას გამართავენ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გუშინ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენელთა დაშავების ფაქტებს ეხმაურება და ხვალ, 7 ივლისს აქციას აანონსებს. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საპროტესტო აქცია ხვალ, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება. „მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე“, - წერენ აქციის ორგანიზატორები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)