13:34 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 15:20:59, 470 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, შეკრებებსა და კონფერენციებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირები დაუშვან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია შეკრებებსა და კონფერენციებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირების დაშვება იყო.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის და შესაბამისად, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას.

„ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება ნიღაბია და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ თუ იქნება ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები, იქ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. ასევე აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად იყოს აცრილი. იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც ტარდება შეკრება და კონგერენცია, აუცილებლად იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები. დღეს ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა გადის აცრებზე. ამიტომ, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას. დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის. ვაქცინები არის სამყოფი რაოდენობის და კიდევ შემოვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics