20:11 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 12:01:49, 1216 ნახვა

სამხედრო
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა SNGP-ის ფარგლებში საველე-სიტუაციური წვრთნები ჩაატარა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბუბუნაური, ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე პოლკოვნიკი მარიან დორკა, პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფმა VIP უსაფრთხოების დაცვის, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირების და განეიტრალების, ასევე შენობის წმენდის სავარჯიშოები შეასრულეს. სწავლება ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა და მიზნად ქართული ქვედანაყოფის ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონთან თავსებადობის გაზრდასა და მასში 2023 წლის ბოლოსთვის სრულუფლებიან წევრობისთვის მომზადებას ისახავს.

სექტემბრის ბოლოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეული პოლონეთში, მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის სწავლებაში „SHARP LYNX”-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 18 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics