00:58 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 12:38:51, 812 ნახვა

კომენტარი
ჯეიმს აპატურაი - ნატო-სთვის მნიშვნელოვანია საქართველოში პოლარიზაციის შემცირება და მთავრობის ფუნქციონირება

ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა იფუნქციონიროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ და ნატო-მ უნდა ითანამშრომლონ, რათა წინ იმოძრაონ.

„ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პროცესმა იმუშაოს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონირონ. საქართველოში ბოლო დროს ჩვენ ვნახეთ პოლარიზაცია, თუმცა სასიამოვნოა, რომ პარლამენტმა დაიწყო ფუნქციონირება და გაატარა მნიშნელოვანი რეფორმები. ვიცი, რომ ზოგიერთი რეფორმა, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით, კვლავ მიმდინარეობს. ასე რომ, პროგრესი არის და მთავარია, რომ ქართველ ხალხს სურს ამ რეფორმების გატარება. ჩვენ განვიხილეთ საგარეო საკითხების მთელი რიგი, თუ როგორ უნდა იმოძრავოს საქართველომ ნატო-ს წევრობისკენ და შევთანხმდით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება და ნატო-ში აღფრთოვანებულბი არიან იმით, თუ როგორ დადები როლს ასრულებს საქართველო ამ მიმართულებით, კერძოდ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიეთობების დალაგებაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, რომელიც უარესდება, ვიცით, მაგრამ უნდა ვითანამშრომლოთ, რომ ერთად ვიმოძრაოთ წინ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics