|
2021-07-01 18:22:34, 1096 ნახვა
კომენტარი
ვაჟა სირაძე - ორივე მხარეს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მოვუწოდებთ, არ გასცდნენ ჩარჩოებს
როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მოვუწოდებთ, არ გასცდნენ ჩარჩოებს, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი სამართალდამცველის შეურაცხყოფისა და თავდასხმის ფაქტი, კანონით მკაცრად იქნება დასჯილი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მართლწესრიგს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარე. ასევე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონის დაცვისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში. ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთ უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)