16:51 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 17:45:15, 579 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, 3 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი

„ყველაფრისთვის საჭიროა ინვესტიციები. სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშე არაფერი გამოვა. დღეს, პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ უპრეცედენტოდ გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი იქნება 3 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორი, თავის მხრივ, მოახდენს 4 მილიარდი ლარის მობილიზებას. შემდეგი 9 წლის განმავლობაში, პირდაპირი ინვესტიციის სახით, მხოლოდ ძირითად საშუალებებში  მიმართული იქნება 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია, იმისთვის, რომ ჩვენი ამბიციური მიზნები იქნას მიღწეული. ჩვენ გვექნება სისტემური პროექტები საკრედიტო რესურსებზე წვდომის კუთხით“, -  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics