2021-06-30 17:16:18, 1419 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქვემო ქართლში, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.
„მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ.
შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,