|
2021-06-30 16:59:50, 543 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ტურიზმისა და ავიაციის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან განიხილა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა კოვიდ-პანდემიის შედეგად აღმოჩნდა, აგრეთვე მათი დაძლევის გზებზე. მარიამ ქვრივიშვილმა სებასტიან მოლინეუსს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ დაგეგმილი აქტივობებისა და პროექტების შესახებ, რომელთაც ახორციელებს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების სწრაფ აღდგენასა და გაძლიერებას, აგრეთვე მათ შემდგომ განვითარებას. აღინიშნა, რომ ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორები კოვიდ-მა მნიშვნელოვნად დააზარალა. მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე, რომელთაც მთავრობამ და კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმართა აღნიშნული სექტორების მხარდასაჭერად. მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანი გამოცოცხლებაა როგორც სამოქალაქო ავიაციაში, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს სამი აეროპორტიდან ბათუმში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკვე პოზიტიური აღდგენის დინამიკაა. ასევე დადებითი შედეგებია როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტში, სადაც აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ „ვიზეარი" ბაზა უკვე დააბრუნა და ევროპის რამდენიმე ქალაქში ქუთაისიდან დაიწყებს ფრენას. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს კოვიდ - პანდემიის გამოწვევების დაძლევის, მათ შორის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციების აღდგენა - განვითარების მიმართულებით.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)