|
2021-06-26 15:32:11, 848 ნახვა
პოლიტიკა
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა
საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა, - ამის შესახებ ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. როგორც შალენბერგი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის ერთგულია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების - ავსტრიის, რუმინეთისა დ ალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, 27 მაისს მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)