02:30 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 13:55:10, 829 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიმდინარეობს, დეესკალაციისთვის გადაიდგა პირველი ნაბიჯები

მედიაცია საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის გარემოში, ცივილიზებულად მიდის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული მედიაციის შემდეგი ნაბიჯია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელი არ შეუშალონ ინვესტორს სამუშაოების განხორციელებაში.

„დადასტურდა, რომ მედიაციის პროცესი ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ მიიღო. მედიაცია საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის გარემოში, ცივილიზებულად მიდის. დეესკალაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტიგენტი და რკინის ჯებირები ხეობაში.

შემდეგი ნაბიჯი, რაც არის საერთაშორისო მედიატორთან შეთანხმებული, არის რომ ორივე მხარემ, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ლიდერებმა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას, რომ მშვიდობიანად განახორციელონ სამუშაოები, საწყისი ნებართვის ფარგლებში.

მთავარი მიმართულება მედიაციის პროცესში არის გარემოს დაცვითი სტანდარტების გადამოწმება, გარემოს დაცვითი პროცედურების კვლევების გადამოწმება, რათა საბოლოო ჯამში ეს პროექტი განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად, რაც იქნება საქართველოს ინტერესებში. დიალოგი მიმდინარეობს, ამ პლატფორმას ორივე მხარე კარგად ვიყენებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics