|
2021-06-25 12:28:09, 693 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი
„უკვე ჩანს, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მთავარი არჩევნებია და არჩევნებზე ვნახავთ ყველაფერს. „რაც შეეხება „იფსოსის“ და „ედისონ რისერჩის“ კვლევებს, უკვე ჩანს, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, ასე რომ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ ამას ვხედავდით წინა არჩევნების დროსაც, მე მგონი ამაზე უარეს შედეგებს წინასწარმეტყველებდა მაშინ „მთავარი არხიც“ და „ფორმულაც“ . ეს არის ამ ორი ტელეკომპანიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ერთერთი ინსტრუმენტი. მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე ვნახავთ ყველაფერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)