19:32 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 14:20:16, 723 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე გადადგომაზე - ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე

ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვას, გაიზიარებს თუ არა ოპოზიციის და ჯანდაცვის თემაზე მომუშავე ცალკეული პირების მოწოდებას, რომ მან იმუნიზაციის პროცესზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

მისი თქმით, როდესაც მოსახლეობა ეტყვის, რომ საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს და უნდა წავიდეს, ის უფრო ადრე დატოვებს თანამდებობას.

„მე არც პოლიტიკურ და არც პიროვნულ პასუხისმგებლობას არასდროს არ გავურბივარ. მე უფრო მეტი თანამდებობიდან წავსულვარ, ვიდრე დღეს მიკავია. ამიტომ, მე ეს არც მაშინებს და არც მაკვირვებს. მხოლოდ და მხოლოდ ის მაინტერესებს, ვინც ამისკენ მომიწოდებს, იმას ის საქმეები, რაც გაკეთებული აქვს, იმაზე უკეთ უკეთებია, ვიდრე მე დღეს ვაკეთებ? თუ ისინი მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ და უნდათ ჩემი პოზიციის დაკავება, სიამოვნებით მივიღებ მათ რჩევას. ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ. არ მინდა პოლიტიკაში შევიდე, მოგეხსენებათ, ამ 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში ბევრ ინფორმაციას ვფლობ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics