|
2021-06-24 13:35:43, 681 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე ჯარიმების გაუქმებაზე - მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, სექტემბერში გაკეთდებოდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კოვიდრეგულაციების გამო დაწესებული ჯარიმების გაუქმება მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, სექტემბერში, თვითმმართველობის არჩევნებამდე გაკეთდებოდა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც პროცესი გადავლილია, ხელისუფლებას მართებდა ამაზე მსჯელობა და მიიჩნევს, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. „ნებისმიერ ამნისტიაში თავისი არსით არის უსამართლობის მარცვალი, ამნისტია ეხება სამართალმდრღვევს და ასეთ დროს, გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის, ნებისმიერ ამნისტიას ეს ახასიათებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, კოვიდმა სხვადასხვა ფორმით დააზარალა ადამიანები, მათ შორის, სამართალდამრღვევებიც და როდესაც ეს პროცესი არის უკვე გადავლილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს და ხელისუფლებას მართებდა ამაზე მსჯელობა და ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, გაკეთდებოდა მაგალითად სექტემბერში ეს ყველაფერი, მაგრამ გაკეთდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტარდება თვითმმართველობის არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)