|
2021-06-23 22:43:45, 664 ნახვა
საზოგადოება
გარდაბანში იუსტიციის სახლი იხსნება
სახელმწიფო და კერძო სექტორის 450 სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ. 24 ივნისს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე 26-ე იუსტიციის სახლს გახსნის. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. გარდაბნის იუსტიციის სახლი ქვემო ქართლის რეგიონში მე-4 ფილიალია, რომელმაც მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა. მისი ფართი 1000-მდე კვადრატული მეტრია. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული – სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე წყვილებს საშუალებას აძლევს, ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა ქორწინების საზეიმო რეგისტრაციაზე 9 ივნისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიხსნა. იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უკვე უზრუნველყოფს.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)