21:01 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 13:33:00, 1250 ნახვა

სამხედრო
32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთიდან ბრუნდება

ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს სამშობლოში ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის მორიგი ნაკადი დაბრუნდა. 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასავლეთის სარდლობისა და მესამე ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლები დახვდნენ, მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას" ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა და მის მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. უახლოეს პერიოდში ქვედანაყოფი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდება.

„მტკიცე მხარდაჭერის მისია" უკვე დაასრულა მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, რომელიც მაზარ-ი-შარიფში იყო დისლოცირებული და დაკისრებულ მოვალეობებს გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ავღანეთს ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით ტოვებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics