23:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 13:31:25, 541 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის ეტაპობრივად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვისა თუ შემდგომი ფუნქციონირების პროცესში იქნებიან ჩართული.  

მდგრადი საჯარო შესყიდვები გულისხმობს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კონკრეტული შესყიდვების ობიექტების საჯარო შესყიდვისას, როგორიც არის  საოფისე დანადგარები, საწმენდი საშუალებები, საბეჭდი ქაღალდი, მდგრადი განვითარების სამი საფუძვლის - ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი -გათვალისწინებით დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებას. მდგრადი საჯარო შესყიდვების მიზანია  გარემოსდაცვითი კეთილდღეობის გაზრდა  და გარემოზე ზემოქმედების მართვის სწორი მექანიზმების დანერგვა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4 Environment“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა გაძლიერებას მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკომარკირების სისტემის ეფექტიანი დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics