|
2021-06-19 17:49:25, 1223 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: სამინისტროს გააჩნია 2030 წლისთვის ძალიან დეტალური საგზაო რუკა, რომელიც ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომში გამართულ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრაზე სამინისტროს განვითარების 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადინა. „ეს არის ძალიან დეტალური საგზაო რუკა, რომელიც სამინისტროს ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს და გვაჩვენებს 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხით რა პარამეტრებს უნდა მივაღწიოთ სოფლის მეურნეობის და კვების წარმოების ნაწილში. ასევე, რა ტიპის პოლიტიკა უნდა გვქონდეს გარემოსდაცვით მიმართულებებზე. აღნიშნული დოკუმენტი, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია ასოცირების ვალდებულებებთან, იმისთვის რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით გავაკეთოთ განაცხადი“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ბორჯომში მიმდინარე შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმები განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)