|
2021-06-17 15:03:16, 821 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმზე იყო წარმოდგენილი
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ქალაქ ბათუმში, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართა. დასაქმების ფორუმის მიზანი გახლდათ, რეგიონალურ შრომის ბაზარზე, არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში. ასევე, სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა. დასაქმების ფორუმის ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გაცვლა „საქართველოს ფოსტასა“ და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომპანიაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ვაკანსიების შესახებ. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი, მათ შორის 7 აჭარაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)