|
2021-06-16 22:59:58, 986 ნახვა
კომენტარი
„საქართველოს რკინიგზა“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
სს „საქართველოს რკინიგზა“ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის კომპანიაში არ შემოშვებასთან დაკავშირებით. საქართველოს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტი შემოწმებაზე შემოსული იყო 2016 წელს, პარალელურად კი ,,აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმის გამო, საქართველოს რკინიგზის როგორც არაპირდაპირი სახელმწიფო საწარმოს სახელმწიფო აუდიტის ქვემდებარეობასთან დაკავშირებით, კომპანიასა და აუდიტს შორის მიმდინარეობდა დამაზუსტებელი სამართლებრივი პროცედურები. მიუხედავად სამართლებრივი პოზიციების განსხვავებისა, რკინიგზას არ შეუშლია ხელი აუდიტის ჩატარებისთვის. საბოლოოდ, სასამართლოს მიერ ბუნდოვანი ნორმა განიმარტა 2019 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის კომპლექსურ ყოველწლიურ აუდიტს ატარებს დიდი ოთხეულის წევრი ისეთი რეპუტაბელური და მაღალკვალიფიციური აუდიტორული კომპანია როგორიც არის KPMG და აღნიშნულ დასკვნებს კომპანია საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით, არარელევანტურია აღნიშნულ საკითხზე აპელირება. მით უფრო, რომ საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან დღემდე არ ყოფილა გათვალისწინებული შესამოწმებელი კომპანიების სიაში. საქართველოს რკინიგზა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია მომართვის შემთხვევაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)