|
2021-06-12 17:14:39, 1242 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა სომხეთის შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან შუშანიკ ნერსისიანთან და აშოტ მურადიანთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები და პოსტპანდემიურ პერიოდში, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა, ასევე განიხილეს განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ პროექტი, რომელიც 2021 წლის ბოლოს დასრულდება. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თქმით, COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის პირობებში, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს, ტვირთნაკადის გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს. ,,მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 2 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა და გლობალური პანდემიის მიუხედავად ჩვენ შევძელით, როგორც დადებითი დინამიკის შენარჩუნება, ასევე საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება“,- აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ. დიალოგის ფორმატში გამართული შეხვედრა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი ნოდარ კაკრიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და საბაჟო გამშვები პუნქტის - ,,სადახლო საავტომობილოს“ უფროსი ვახტანგ კორძახია ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბაგრატაშენის“ ტერიტორიაზე გაიმართა. ,,როგორც ცნობილია, 2019 წელს ხელი მოეწერა ოქმს - ,,სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე". აღნიშნული ოქმი, შესაძლებლობას აძლევს მხარეებს უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე. ოქმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური ხასიათის სამუშაოები და დასახეს გზები ოქმით გათვალისწინებული ფორმალობების უახლოეს მომავალში ამოქმედებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)