|
2021-06-12 12:56:13, 1022 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა
ნაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ოთხივე მისამართზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა. ფეხბურთის ორი რეაბილიტირებული მოედანი სანზონის დასახლებაში მდებარეობს: გურამიშვილის გამზირი N39-ში და გუდამაყრის ქუჩა N5-ის მიმდებარედ. აღნიშნული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა. „ნაძალადევის რაიონში ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვებს, ახალგაზრდებს მოწესრიგებული სივრცეები ჰქონდეთ, რომ კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ სპორტული აქტივობებით. ამ ეტაპზე, ოთხი მოედანი რეაბილიტირდა სრულად. რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. მერიის ცნობით, ოთხი მოედნის სრული რეაბილიტაციის გარდა, სპორტული ინფრასტრუქტურის დაზიანებული ელემენტები კიდევ შვიდ მინი სტადიონზე შეკეთდა. ჯამში, 11 მისამართზე შესრულებული კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 214 000 ლარი დახარჯა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)