05:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 22:09:05, 1080 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ყალბი დღგ-ის საქმეზე: ჯამში აღძრულია 62 სისხლის სამართლის საქმე

დღგ-ის თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ საგადასახადო დანაკარგების თემა, განსაკუთრებით დღგ-ის ნაწილში არ არის მხოლოდ „ქართული ფენომენი“ და ეს საკითხი აქტუალურია ევროპის მრავალ ქვეყანაში.

მისი განცხადებით, გამოყენებული აქტივის ოდენობამ შეადგინა 128 790 937 ლარი, რაზეც მოხდა მკაცრი რეაგირება შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების მხრიდან.

„ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სულ 241 პირი, რომელთაგანაც დღეისათვის პატიმრობაშია 69, ძებნილია - 16, გირაო აქვს შეფარდებული - 114 პირს. ამ ეტაპზე ბიუჯეტში მობილიზებულია 26 მილიონი ლარი.

ბრალდებულების მიერ გირაოს სახით ასევე შეტანილია  - 1 850 000 ლარი. ჯამში დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაყადაღებულია ანგარიშებზე, ასევე ამოღებულია ნაღდი ფულის სახით. 

დამატებით დაყადაღებულია ბრალდებულთა და მათთან კავშირში მყოფი პირების უძრავი-მოძრავი ქონება. გამოძიება გრძელდება, არაა დასრულებული სასამართლო პროცესები.  იმედი მაქვს, რომ  ამ ნაწილში ამოღებული თანხა იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ამ ეტაპზე გვაქვს.  მნიშვნელვოვანია, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაზე იყოს მკაცრი რეაგირება. გადასახადებისგან თავის არიდება არის დასჯადი ქმედება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics