23:49 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 14:21:19, 903 ნახვა

კომენტარი
ლადო კახაძე - სიტყვა სადღეგრძელოს ვინც უგვანოდ იყენებთ, დაბადებისას ცუდად გადღეგრძელეს ან არასწორად დაიბადეთ

სიტყვა სადღეგრძელოს ვინც უგვანოდ იყენებთ, დაბადებისას ცუდად გადღეგრძელეს ან არასწორად დაიბადეთ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მსხდომ დეპუტატებს.

ლადო კახაძემ მოუწოდა დეპუტატებს, გაუფრთხილდნენ საჯარო სივრცეს.

„ძალიან ხშირად ხმარობთ სიტყვა სადღეგრძელოს, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ვინც ამას უგვანოდ ხმარობთ, ცუდად გადღეგრძელეს როცა დაიბადეთ ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენს მოვლენის გასახალისებლად და ამ სიხარულის გასანაწილებლად. ამ სიტყვას დაუკვირდით ადამიანებო, პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არ არის სადღეგრძელო, მის უკან ლიტერატურაც, ისტორიაც კარგად უნდა იცოდე, ის დარგი უნდა იცოდე, რომელიც აირჩიე, მაგრამ თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი. ყველანი პირდაპირ პოლიტიკოსები გახდით. არაფერი არ გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე, პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით. ნაწილს ეხება ეს, ყველას არა. საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით“, - განაცხადა ლადო კახაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics